„ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ გიწვევთ

„ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ გიწვევთ

posted in: სიახლე | სტატია წაკითხულია 510-ჯერ

„ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ გიწვევთ 14-დან 19-წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც გსურთ მიიღოთ გამოცდილება, შეიძინოთ საჭირო უნარ-ჩვევები და მეგობრები საქართველოს 12 ქალაქში. თქვენ გაქვთ საშუალება გახდეთ სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენელი ქალაქ ბათუმში.„ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ გიწვევთ 14-დან 19-წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც გსურთ მიიღოთ გამოცდილება, შეიძინოთ საჭირო უნარ-ჩვევები და მეგობრები საქართველოს 12 ქალაქში. თქვენ გაქვთ საშუალება გახდეთ სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენელი ქალაქ ბათუმში.
ცენტრში ტარდება ტრენინგები, სემინარები, შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან, საქველმოქმედო და საინფორმაციო აქციები, კინოჩვენებები, ვიქტორინა წიგნის კლუბში, სასწავლო ვიზიტები. გაწევრიანების შემთხვევაში შეგეძლებათ თავად დაგეგმოთ და ჩაატაროთ თქვენთვის სასურველი ღონისძიება, გახდეთ თანატოლგანმანათლებელი, აგრეთვე ბაკურიანის საზაფხულო სკოლისა და გაცვლითი პროგრამების მონაწილე.

განხორციელებული აქტივობები შეიძლება ეხებოდეს ისეთ თემებს და საკითხებს, როგორიცაა:
• გენდერული თანასწორობა
• ტოლერანტობა
• მრავალფეროვნება (კულტურული, რელიგიური)
• ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლება
• ადამიანის უფლებათა დაცვა
• გარემოსდაცვითი აქტივობები
• ადვოკატირება
• ლიდერობა
• მედია და ა.შ.

ცენტრში გაწევრიანება ასევე შეუძლიათ:
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს;
იძულებით გადაადგილებულებ პირებს;
მშობლის მზრუნველობას მოკლებულ მოზარდებს;
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდებს;
შორეული სოფლის მაცხოვრებლებს;
სოციალურად დაუცველებს.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:
მობ: 557 99 33 32
ელ-ფოსტა: marikazaqaradze@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის facebook-ის გვერდს

“ ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი” ჩამოყალიბდა 2012 წელს ასოციაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ (IJH) ბაზაზე და წარმოადგენს პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ახალგაზრდულ კომპონენტს, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

Leave a Reply