ახალგაზრდების საერთაშორისო დღე პრესკაფეში

12 აგვისტოს, 16:00 საათზე „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ “ახალგაზრდების საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით წარმოგიდგენთ თვითნასწავლი მხატვარის ნათია მიქელაძის გამოფენა-გაყიდვას.მისამართი: მელაშვილისა და საბაჟოს შესახვევი1/2

„ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ ჩამოყალიბდა 2012 წლის ნოემბერში ასოციაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე.
ღონისძიება იმართება პროექტის ფარგლებში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.