გასეირნება ძველ ბათუმში

„გაზეთი ბათუმელები“ და „პრესკაფე“ პროექტის – ბათუმის ეზოს ისტორიები პარტნიორობის ფარგლებში გთავაზობთ „გასეირნებას ძველ ბათუმში“. აქცია დღეს, 23 აგვისტოს 15:00 საათზე გაიხსნება პრესკაფეში წიგნების გამოფენა – გაყიდვით.გამოფენაზე განსაკუთრებული ფასდაკლებით იქნება გამოტანილი ხუთი გამომცემლობის [დიოგენე, სულაკაური, ლოგოს პრესი, ქარჩხაძე, პალიტრა L] წიგნები. აქცია 20:00 საათზე გადავა ხულოს ქუჩაზე [პიაცასთან], სადაც წიგნების გამოფენა-გაყიდვის პარალელურად სხვადასხვა აქციები გელოდებათ:

სუპერმარკეტების ქსელი – სმარტის პროდუქტების დეგუსტაცია-გაყიდვა;
მეღვინეობა „ხარების“ ღვინოების დეგუსტაცია-გაყიდვა;
ბათუმის ლუდის დეგუსტაცია-გაყიდვა;
გაზეთ ,,ბათუმელების“ რუბრიკის „ძველი ბათუმის ისტორიები“
ნამუშევრების გამოფენა

A trip to old Batumi www.netgazeti.ge

„ბათუმის ეზოს ამბები“ ქართველი და უცხოელი მხატვრების ერთობლივი შემოქმედების პროცესია. პროექტი მეორედ, 2013 წელს არასამთავრობო ორგანზიაცია „Micro-ფონის“ ინიციატივით და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

მხატვრების მიერ ორკვირიანი ვორქშოფის მანძილზე შექმნილი ნამუშევრები ხულოს ქ. #10-ში მდებარე ისტორიულ აბანოში, ზ. გამსახურდიას და გორგასლის ქუჩებზე მდებარე რამდენიმე ეზოში განთავსდება. ნამუშევრები დროებით შეცვლიან ეზოებისა და განსაკუთრებით ძველი აბანოს შიდა სივრცეებს. აბანოს ისტორიულ შენობაში სახელოვნებო ნამუშევრების განთავსება და მისი თავდაპირველი დანიშნულების დროებითი შეცვლა, შენობის ინტერიერსა და მის არქიტექტურაში არსებული ფუნქციური პოტენციალის ახლებურ გააზრებას უწყობს ხელს. მხატვრების მიერ ეზოებში შექმნილი ადგილ-სპეციფიკური ნამუშევრები კი, ქალაქის ურბანული სივრცის სწრაფი ცვლილების ფონზე, ბათუმის ისტორიული ნაწილის უნიკალურობას წარმოაჩენს და მისი შენარჩუნების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით :
მობ.: 593 307155, საკონტაქტო პირი – ასლან ჭანიძე