ანონსი:დისკუსიათა ციკლი ხულოში, შუახევსა და ქედაში

posted in: სიახლე | 0

2016 წლის 12 -13 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნლისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართება დისკუსიათა ციკლი „ ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა საქართველოში“.
დისკუსიების განრიგი:
12 დეკემბერი 12:00 საათი – ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო;
12 დეკემბერი 15:00საათი -შუახევის საკრებულო;
13 დეკემბერი 12:00 საათი – ქედის საკრებულო.
ევროსაბჭოს ექსპერტიზისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცენტრი (DG II), 2015-2017 წლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში ახორციელებს პროექტს:“ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება”.
პროგრამის მთავარი მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერით ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება მყარი ნარჩენების მართვის საკითხებში, რომელიც მოიცავს:
მყარი ნარჩენების შეგროვებას;
ნარჩენების გატანის უზრუნველსაყოფად სტრუქტურული ერთეულის შექმნას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

დისკუსიის მომხსენებლები არიან:
დავით ლოსაბერიძე – ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური
თვითმმართველობის კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული
ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი – საქართველოდან;
ტიტე აროშიძე – ეკონომისტი, საექსპერტო სამუშაო ჯგუფის წევრი;
გიორგი ქათამაძე – ეკონომისტი, საექსპერტო სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლევან მჟავანაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის და სახელშეკრულებლო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.
დისკუსიის მოდერატორი:  ასლან ჭანიძე – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“
თავმჯდომარე.
მომზადდება შეხვედრის სრული ვიდეო-ჩანაწერი, არასრული ვერსია გამოქვეყნდება ,,გაზეთ ბათუმელებში’’.
დისკუსიათა ციკლი მზადდება ამერიკული ფონდის NED-ის (ნაციონალური წვლილი
დემოკრატიისთვის) მხარდაჭერით პროექტის „დემოკრატიული იდეების განვითარება“
ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ასლან ჭანიძე 593 30 71 55

logo-sm-004 ned  logo