შეუზღუდავი სივრცე- მინარეთის დემონტაჟი ჭელაში

posted in: მულტიმედია | 0

27 აგვისტოს, 21:00 საათზე \”თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ორგანიზებით გავიდა ონლაინ-გადაცემა „შეუზღუდავი სივრცე“ადიგენში, სოფელ ჭელაში მინარეთი მოჭრეს; დააპატიმრეს რამდენიმე ადამიანი; არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება და ამ ქმედებებით შეილახა ადგილობრივი მუსლიმების უფლებები. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, მინარეთის დემონტაჟი სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით განხორციელდა, რადგან კონსტრუქციის თურქეთიდან იმპორტირებისას საბაჟო დეკლარაციაში არასწორად მოხდა მისი კლასიფიცირება. მინარეთის მოშლის ფაქტზე კომენტარი გააკეთა ბათუმში მყოფმა საქართველოსპრეზიდენტმა;; როგორ შეაფასეს ეს ფაქტი ბათუმში;

27 აგვისტოს 21:00 საათზე \”თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ორგანიზებით, გავიდა ონლაინ -გადაცემა „შეუზღუდავი სივრცე“, რომელიც მომმზადდა \”დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის (NED) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში \”ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია\”.

მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოეხატათ საკუთარი მოსაზრება და დაესვათ კითხვები facebook-ის გვერდის მისამართზე: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, ან skype-ს საშუალებით: presskafe.batumi

ჩვენი გადაცემის სტუმრები:
გიორგი ხიმშიაშილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ასლან ლორთქიფანიძე: კოალიცია ქართული ოცნება

"შეუზღუდავი სივრცე " - მინარეთის დემონტაჟი ჭელაში