ანა ფრანკის გამოფენა ბათუმში

ქალაქ ბათუმში, 4 სექტემბერს 12:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ და საქართველოს გაეროს ასოციაციამ   გახსნა ანა ფრანკის სახლის (ამსტერდამი) ორი გამოფენა – „იკითხე და წერე ანა ფრანკთან ერთად“ და „ანა ფრანკი – აქტუალური ისტორია“.გამოფენა განკუთვნილია 10-16 წლის მოზარდებისათვის.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ATEUQSB5cQc” width=640 height=360 ]
საგანმანათლებლო პროექტი „ანნა ფრანკი – აქტუალური ისტორია“ ხორციელდება საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს, საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის „Don\’t Worry, Be Healthy!“, ანა ფრანკის სახლის და საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ბათუმში პარტნიორია ასოციაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების გათვითცნობიერება ისეთ საკითხებზე როგორიცაა, ადამიანის უფლებები, მრავალფეროვნება და დისკრიმინაცია. პროექტის ფარგლებში ჰოლანდიურიდან ქართულ ენაზე ითარგმნა „ანა ფრანკის დღიური“, ქართულენოვანი წიგნი რიგდება საქართველოს 10 ქალაქის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში და ამავე ქალაქებში ეწყობა „ანა ფრანკის სახლი ამსტერდამიდან“ ასევე ქართულენოვანი მოძრავი გამოფენა.