ფოტოკონკურსი-ხედვა დაბრკოლებებს მიღმა

პრესკაფე აცხადებს ფოტოკონკურსს პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფებისთვის. თუ თქვენ ხართ, 25-40 წლამდე, გიტაცებთ ფოტოგრაფია და გსურთ თქვენი ნამუშევრების გამოფენა მოეწყოს, მაშინ გამოგვიგზავნეთ 24 ფოტოსურათი, რომლითაც ასახული იქნება თქვენი თვალით დანახული ბათუმი, არქიტექტურა, სოციალური ვითარება, გარემო, საზოგადოება….

 * მოგვწერეთ კინოფილმის სახელწოდება და რეჟისორი, რომლის ჩვენებაც გაიმართება პრესკაფეში პერსონალური ფოტოგამოფენის გახსნის დროს;
* CV
ავტორების ფოტოები დაიბეჭდება და პერსონალური ფოტოგამოფენა მოეწყობა პრესკაფეში. ფოტოგამოფენა გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში. გამარჯვებულს გადაეცემა ჰონორარი.

• კონკურსი გამოცხადდა პროექტის ,,ხედვა დაბრკოლების მიღმა’’ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. პარტნიორი: ა(ა)იპ ,, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი’’ პროექტის მიზანია ბათუმში მოქმედი ფოტოხელოვანების პოპულარიზაცია და საზოგადოებისათვის მათ მიერ დანახული რეალობის გაცნობა.

• დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: მობ.: 593307155; 279152 ელ. ფოსტა: Batumi_ijh@yahoo.com

• მისამართი ბათუმი. მემედ აბაშიძის გამზირი #48;
კონკურსანტებმა უნდა მოგვმართოთ 12 სექტემბრის ჩათვლით;