შეუზღუდავი სივრცე-ეროტიზმის ბედი ქართულ კულტურაში

posted in: მულტიმედია | 0

ბათუმში, ერთ-ერთი წიგნის მაღაზიის კონსულტანტებმა დაწვეს წიგნი, რომელიც მათი აზრით ზედმეტად ეროტიკულია. “ეროტიზმი ქართულ ლიტერატურაში, მხატვრობასა და კინოხელოვნებაში” – ეს იყო გადაცემის თემა.ბათუმში, ერთ-ერთი წიგნის მაღაზიის კონსულტანტებმა დაწვეს წიგნი, რომელიც მათი აზრით ზედმეტად ეროტიკულია. “ეროტიზმი ქართულ ლიტერატურაში, მხატვრობასა და კინოხელოვნებაში” – ეს იყო გადაცემის თემა. შევეცადეთ გაგვერკვია, რატომ იწვევს საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიას სექსუალობასთან დაკავშირებული თემები. სტუმრებთან ერთად ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საბჭოთა კავშირის დამოკიდებულებაზე სექსუალობის შესახებ.
გადაცემების სტუმრები იყვნენ: ირაკლი ბაკურიძე და მარი კორინთელი, წიგნის მაღაზია “წიგნები ბათუმში” მფლობელები.
გადაცემის წამყვანი: ქეთევან ახვლედიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოეხატათ საკუთარი მოსაზრება პირდაპირი ეთერის დროს და დაესვათ კითხვები facebook-ის გვერდის მისამართზე: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, ან skype-ს საშუალებით: presskafe.batumi
გადაცემაზე მზადდება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პიპულარიზაცია“. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით;