სტუდენტური დისკუსია -"ქვეფენილის ქვეშ პლაჟია"

posted in: დისკუსია | 0

26 სექტემბერს, 18:00 საათზე “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”-ს ორგანიზებით პრეს-კაფეში გაიმართა სტუდენტური დისკუსია თემაზე: “ქვეფენილის ქვეშ პლაჟია”.26 სექტემბერს, 18:00 საათზე “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით პრესკაფეში გაიმართა სტუდენტური დისკუსია თემაზე: “ქვეფენილის ქვეშ პლაჟია” – არიან თუ არა ახალგაზრდები აქტიურები. უჭირთ თუ არა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, რამდენად აქვთ გაცნობიერებული სტუდენტებს სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

დისკუსია მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პიპულარიზაცია“. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით;
მომხსენებელი: თინათინ კიკალიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი