რატომ იხურება შაჰინის სკოლა-ლიცეუმი?

ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაციას უჩერებენ. სკოლის ადმინისტრაცია ავტორიზაციის საბჭოს დასკვნას არ ეთანხმება და გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.
შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი ბათუმში 1994 წლიდან მოქმედებს, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებით მიიქცია ყურადღება ვინაიდან თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას აღნიშნა, რომ შაჰინის სახელობის “მეგობრობის” ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.
კონსულმა მაშინ აღნიშნა, რომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

მოგვიანებით კონსულმა ეს განცხადება უარყო და თარგმანის არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა, თუმცა ვიდეომასალაში, რომელიც ტელევიზიებუთ გავრცელდა , ჩანდა, რომ კონსულის განცხადებას საკონსულოს თარჯიმანი თარგმნიდა.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფოს მოსთხოვა ეგრეთ წოდებული გიულენის სკოლების დახურვა. სკოლები დახურეს აზერბაიჯანში.
არის თუ არა ავტორიზაციის მოსალოდნელი შეჩერება პოლიტიკური გადაწყვეტილება და რა მიზეზები სახელდება ავტორიზაციის საბჭოს დასკვნაში?
ჩვენი გადაცემის კითხვებს სკოლის დირექტორი ელგუჯა დავითაძე პასუხობს.

გადაცემა “შეუზღუდავი  სივრცე”  მზადდება პროექტის “დემოკრატიული იდეების განვითარება” ფარგლებში, ფონდ NED-ის მხარდაჭერით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=G8fF1vJxj1Q&feature=youtu.be” width=640 height=360 ]