შეუზღუდავი სივრცე-„რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა

posted in: მულტიმედია | 0

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 27 სექტემბერს ანგარიშის – „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა, ბათუმის რეაბილიტაცია“ პრეზენტაცია გამართა. ამავე თემაზე 27 სექტემბერს მომზადდა ონლაინ-გადაცემა “შეუზღუდავი სივრცე”.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 27 სექტემბერს ანგარიშის – „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა, ბათუმის რეაბილიტაცია“ პრეზენტაცია გამართა ; ანგარიშში მიმოხილულია ბათუმის თვითმმართველობის მიერ 2009-2013 წლებში განხორციელებულ ბათუმის „ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამა. ცალკე არის წარმოდგენილი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ისეთი პროექტები, როგორიცაა ბათუმში ალფაბეტური კოშკისა და პიაცას მოედნის მშენებლობა. ასევე, ოპერის სახლის მშენებლობა;
გადაცემის სტუმარი: სულხან სალაძე -ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი;
გადაცემის წამყვანი: სალომე ფუტკარაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

მაყურებელს შესაძლებლობა გაქვთ გამოხატოთ საკუთარი მოსაზრება და დასვათ კითხვები facebook-ის გვერდის მისამართზე: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, ან skype-ს საშუალებით: presskafe.batumi

გადაცემა მზადდება \”დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის (NED) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში \”ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია\”.