სტუდენტური დისკუსია სოფელ ჭარნალში

27 თებერვალს, განახლდა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაგეგმილი დისკუსიათა ციკლი, რომლის თემა ამ ჯერად გამოხატვის თავისუფლებაა. დისკუსიაში, რომელიც ჭარნალის საჯარო სკოლაში გაიმართა სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ. შეხვედრას რუსლან წულუკიძე გაუძღვა. დისკუსიათა ციკლი იმართება NED-ის მხარდაჭერით, პროექტის “დემოკრატიული იდეების განვითარება” ფარგლებში.