ესსების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

posted in: სიახლე | 0

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა” ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით ნატოსა და ევროკავშირის მიმართ არსებულ მითებზე ერთობლივი პროექტი განახორციელა. პროექტის ფარგებში ჩატარდა 15 დისკუსია სტუდენტების მონაწილეობით აჭარის 5 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, შეხვედრების შემდეგ მონაწილეებისთვის გამოცხადდა ესსების კონკურსი, სადაც 3 საუკეთესო ესსეს ავტორად ხულოსა და შუახევის საჯარო სკოლების მოსწავლეები: ივერი შაინიძე, ანა ფუტკარაძე და მარიამ ფუტკარაძე დასახელდნენ.

გამარჯვებულებს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისგან სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.