შეუზღუდავი სივრცე-ჰესები აჭარაში-სარგებელი და საფრთხეები

posted in: მულტიმედია | 0

15 ოქტომბერს  გადაცემა „შეუზღუდავი სივრცე“ თემაზე: აჭარაში ჰესების მშენებლობის სარგებელსა და საფრთხეებზე.აჭარაში ოთხი ჰესის მშენებლობა გადაწყვეტილია. ორი ჰესის მშენებლობა მდინარე ჭოროხზე უკვე დაწყებულია. ჰიდროპროექტების განხორციელების შედეგად , აჭარის რვა სოფლის ათეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი წყლის ქვეშ მოექცევა. მაღალმთიან აჭარაში გლეხებს მამაპაპისეული მიწის ნაკვეთის დათმობა უწევთ. გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო ორგანოები სარგებელზე საუბრობენ, გარემოსდამცველები კი ეკოლოგიურ საფრთხეებს ვარაუდობენ.
15 ოქტომბერს, 21:00 საათზე, გადაცემა „შეუზღუდავი სივრცე“ თემაზე: აჭარაში ჰესების მშენებლობის სარგებელსა და საფრთხეებზე.
წამყვანი: ცაგო კახაბერიძე, გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი
სტუმრები: რამაზ მიქელაძე, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ აღმასრულებელი დირექტორი
ლევან გობაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ თავმჯდომარე

მაყურებელს შესაძლებლობა გაქვთ გამოხატოთ საკუთარი მოსაზრება და დასვათ კითხვები facebook-ის გვერდის მისამართზე: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, ან skype-ს საშუალებით: presskafe.batumi

გადაცემა მომზადდა “დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის (NED) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში \”ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია”.