დ ი ს კ უ ს ი ა – გონიოში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებასთან დაკავშირებით

2017 წლის 16 მარტს, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა ” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონულმა წარმომადგენლობამ ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გამართა დისკუსია გონიოში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

აღნიშნული პრობლემა თითქმის 10 წელია გონიოში მცხოვრებ ასეულობით მოქალაქეს ეხება.

საზოგადოებისთვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ცნობილია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”   იურიდიული დახმარების ცენტრს, 60-ზე მეტი მოქალაქის სარჩელი აქვს  შეტანილი  ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2016 წლის 27 ივნისის  გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

დისკუსიაზე  მოწვეული იყვნენ  ხელვაჩაურისა და ბათუმის  საკრებულოს, ქალაქ  ბათუმის  მერიის,  აჭარის  ეკონომიკისა და  ფინანსთა  სამინისტროს  წარმომადგენლები.

მოდერატორი:  ასლან  ჭანიძე,  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე.

ბეჭდვური  ვერსია გამოქვეყნდება ,,ბათუმელებში’’.
დისკუსია მომზადდა  ამერიკული ორგანიზაციის – NED-ის დაფინანსებული პროექტის   „დემოკრატიული  იდეების  განვითარება“   ფარგლებში.

[kad_youtube url=”https://youtu.be/BYL6FPt_V2I” width=640 height=360 ]