ახალი პროექტის პრეზენტაცია

posted in: სიახლე | 0

25 აპრილს, ანბანის კოშკის საგამოფენო სივრცეში  “თავისუფალ  ჟურნალისტთა  სახლის”  ახალი  პროექტის  პრეზენტაცია  გაიმართა.

პროექტი სახელწოდებით  „საქართველო ჩვენი სამშობლოა-ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ 8  თვის  განმავლობაში განხორციელდება  და მისი მიზანია ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებში მოტივაციის ამაღლება და მათი აქტიურად ჩართვა მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში.

პროექტის  ფარლგებში  დაგეგმილი ღონისძიებები  მოიცავს:

  •  ახალგაზრდულ  კომპონტენტს, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდების მიერ  სამოქალაქო აქტივიზმის  მიმართულებით    აქტივობებები   განხორციელდება;
  • აჭარაში  არსებული ეროვნული უმცირესობების შესახებ  აჭარის  ტელევიზიის გადაცემა  “ჰეშტეგში”, პირდაპირ  ეთერში  საუბრებს;
  • ეროვნულ უმცირესობებზე  სიღრმისეული მასალების მომზადებას და  განთავსებას  ვებგვერდზე – www.batumelebi.ge.
  • 31  ივლისს  ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალის  გამართვას;
  • აგრეთვე, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღის დანიშვნის დღიდან აჭარაში მოქმედი პოლიტიკური პარტიებისთვის  შესაძლებლობის  მიცემას, გამართონ თავიანთი საარჩევნო პროგრამების პრეზენტაცია  უმცირესობათა  დიასპორების წარმომადგენლებისთვის.

პროექტი „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით  ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

  • ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე მობ: 593 307155
  • ქეთი ადეიშვილი, პროექტის მედიაკოორდინატორი მობ: 592 592424
  • ელ. ფოსტა: Batumi_ijh@yahoo.com