დისკუსია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებთან

27 აპრილს, NED-ის მიერ დაფინანსებული პროექტის “დემოკრატიული იდეების განვითარება” ფარგლებში, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში გიორგი რომანაძე.

მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა შორის უმეტესობა სოციალურ პრობლემებს ეხებოდა.

მსგავსი შეხვედრა, რამდენიმე  კვირის  წინ  ასევე გაიმართა ქედაში და მომავალში  სხვა მუნიციპალიტეტებშიც  გაიმართება.

დისკუსიის  მოკლედ  ჩანართს  შეგიძლიათ  გაეცნოთ ჟურნალ  ბათუმელების  მაისის  ნომერში.

შეხვედრის  სრულ ვიდეო-ჩანაწერს  მალე შემოგთავაზებთ.