შეხვედრა ორთაბათუმის მოსახლეობასთან

10 მაისს, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე ორთაბათუმის ხელოვნებისა და სპორტის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობის ინტერესი სოციალურ პრობლემებსა და სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროგრამებს შეეხო, გარდა ამისა გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიიღონ საკონსტიტუციო განხილვებში. შეხვედრა ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) მიერ დაფინანსებული პროექტის – „დემოკრატიული იდეების განვითარება“ ფარგლებში მოეწყო.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=u7iuDZY7puo” width=640 height=360 ]