შეხვედრა შუახევის მუნიციპალიტეტში

23 მაისს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში არსებულ ქალთა ოთახში თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ორგანიზებით გაიმართ შეხვედრა აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს -ნინო ჩხეტიასთან. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა დაესვა კითხვები და გამოეხატა მოსაზრებები მათთვის საინტერესო საკითხებზე. აღნიშნული შეხვედრები იმართება აჭარის მაღალმთიან სოფლებში “დემოკრატიული იდეების განვითარების” პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ამერიკული ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED).

[kad_youtube url=”https://youtu.be/Q-5VFUnC6Bk” width=640 height=360 ]