შეუზღუდავი სივრცე -საპროტესტო აქცია ცხოველთა დაცვის მოთხოვნით

posted in: მულტიმედია | 0

29 ნოემბერს   ინტერნეტ გადაცემა “შეუზღუდავი სივრცის” თემა  იყო საპროტესტო აქცია ცხოველთა დაცვის მოთხოვნით
29 ნოემბერს  ინტერნეტ გადაცემა “შეუზღუდავი სივრცე”, რომელიც მომზადდა NED-ის (დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი) დაფინანსებული პროექტის „ დემოკრატიული იდეების განვითარების“ ფარგლებში, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სტიმულირება

თემა: საპროტესტო აქცია ცხოველთა დაცვის მოთხოვნით
წამყვანი: თათია ბოლქვაძე – N 1 საჯარო სკოლის მოსწავლე
სტუმარი: გულო ფუტკარაძე-სეჩენიანი – ცხოველთა უფლებადამცველი

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები მოითხოვენ შეწყდეს ცხოველთა მასობრივი განადგურება, გაითვალისწინონ ცხოველთა დამცველების მიმართვები და უსახლკარო ცხოველების რაოდენობრივი მართვა მოხდეს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული აპრობირებული მეთოდებით (ვეტერინარულ-სარეაბილიტაციო ცენტრებისა და თავშესაფრების მოწყობა, განაყოფიერების უნარის შეწყვეტის პროგრამები, ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია და ა.შ.).

29 ნოემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა აქცია ცხოველთა დამცველების მიმართვების დაკმაყოფილების მოთხოვნით. შემდეგ კი გადაცემაში „შეუზღუდავი სივრცე“ აქციის ორგანიზატორთან ერთად ვისაუბრეთ პრობლემებზე;

გაზეთ „ბათუმელების“ ცნობით, უკვე წელიწადზე მეტია რაც ბათუმში, შპს „სანდასუფთავების“ თანამშრომლები ყოველთვიურად 400-500 ძაღლს ხოცავენ. ცხოველთა დამცველების თქმით, მაწანწალა ძაღლებისგან ქალაქის გაწმენდის პროგრამისათვის 124 200 ლარი იყო გამოყოფილი და ყოველ დახოცილ ძაღლზე ჯგუფს 18 ლარს უხდიდნენ. თემის დეტალებზე კი მაყურებლებს გექნებათ შესაძლებლობა დასვათ კითხვები პირდაპირ ეთერში და გამოხატოთ თქვენი აზრი სკაიპის საშუალებით მისამართზე: presscafe.batumi ან ფეისბუქის გვერდზე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

შეუზღუდავი სივრცე - საპროტესტო აქცია ცხოველთა დაცვის მოთხოვნით