შეხვედრა სარფის მოსახლეობასთან

2017 წლის 5 ივნისს, სოფელ სარფის კლუბში, ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით გაიმართა მოსახლეობის შეხვედრა აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან ნინო ჩხეტიასთან.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ, ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და გამოეხატათ მოსაზრებები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში. მისი მიზანია მოსახლეობასა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შორის დიალოგის გამართვა.

შეხვედრის  ბეჭდვური ვერსია გამოქვეყნდა ჟურნალ ,,ბათუმელებში’’.

დისკუსია მზადდება პროექტის „დემოკრატიული იდეების განვითარება“ ფარგლებში, NED-ის მხარდაჭერით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=uvhlS0NCAww” width=640 height=360 ]