დისკუსია სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში

9 ივნისს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში გამოხატვის თავისუფლების თემაზე დისკუსია გაიმართა. მიმდინარე პროექტის ფარგლებში აჭარის სხვადასხვა საჯარო სკოლაში მსგავსი 30 დისკუსია ჩატარდა.

დისკუსიათა ციკლი მომზადდა პროექტის “დემოკრატიული იდეების განვითარება” ფარგლებში ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) მხარდაჭერით.