საქველმოქმედო აქცია უსახლკარო და მიუსაფარი ადამიანებისათვის

19-20-21 დეკემბერს ტარდება საქველმოქმედო აქცია უსახლკარო და მიუსაფარი ადამიანებისათვის.
ვაგროვებთ თბილ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, ზამთარში გამოსადეგ სხვა ნივთებს და ფულად დახმარებას.აქციაში მონაწილეობის მსურველებს  19-20-21 დეკემბერს 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეგიძლიათ მობრძანდეთ აჭარის მთავრობის სახლის წინ.

აქციის ორგანიზატორი: ედიშერ მჟავანაძე (ტელ: 597 88 22 62. 557 725 775)