დისკუსია დიდაჭარაში

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” კვლავ აგრძელებს ახალგაზრდების მონაწილეობით დისკუსიათა ციკლის გამართვას აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. 2017-2018 წლის განმავლობაში, პროექტის “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში დისკუსიის ფორმატში დაგეგმილი 30 მსგავსი შეხვედრა გაიამართება, რომელშიც მონაწილეობას აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები სტუდენტები და მოსწავლეები მიიღებენ.

29 სექტემბერს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში ჩატარდა პირველი შეხვედრა. ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე ხატია სიხარულიძე მონაწილეებს პროფესიის არჩევაზე ესაუბრა. განიხილეს ამ თემის ირგვლის არსებული რეალობა, გამოთქვეს მოსაზრებები და ისაუბრეს თავიანთ მაგალითებზე.

დისკუსიათა ციკლის მხარდამჭერია ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის”[NED].

[kad_youtube url=”https://youtu.be/QuxloAqUbfs” width=640 height=360 ]