ესეების კონკურსი

posted in: სიახლე | 0

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ პროექტ „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ ფარგლებში აცხადებს ესეების კონკურსს “რატომ ევროპა”.

ზღვა ინფორმაციულ ნაკადში თანდათან უფრო რთული ხდება  ზუსტი, გადამოწმებული ინფორმაციის მიღება. საქართველოში ძლიერდება ანტიდასავლური, პრორუსული განწყობები. იქმნება მითები, მცდარი წარმოდგენები ევროპისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. დეზინფორმაციის გამავრცელებელი ქართულენოვანი მედია იყენებს ჰომოფობიურ, დისკრიმინაციულ, სიძულვილის შემცველ განსაზღვრებებს, რომლითაც აღწერს ევროპას და ევროპულ ფასეულობებს. მედიაში გავრცელებული მითები გადმოდის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხშირად ვისმენთ მას ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ სხვა ადგილებში.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და  სტუდენტთა/მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება.

კონკურსის პირობები

➧ წარმოდგენილი ესე უნდა  ამხელდეს იმ დეზინფორმაციულ მითებს, რომელიც აჭარაშია გავრცელებული ევროპის შესახებ;

➧ პასუხობდეს თემასრატომ ევროპა”;

➧ დასაბუთებულად აბათილებდეს ანტიდასავლური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ მოსაზრებებს;

ნამუშევრების ელექტრონული ვერსიების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 ოქტომბრამდე

 საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან. დაჯილდოების ცერემონია 2017 წლის ნოემბერში გაიმართება.

საკონკურსო ნამუშევრები გამოაგზავნეთ მისამართზე: batumipress@gmail.com

პროექტი „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ ხორციელდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი-ს მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.