დისკუსიების ციკლი „მედია და საზოგადოება“

“სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი მოიცავს დისკუსიათა ციკლს თემაზე “მედია და საზოგადოება”, რაც გულისხმობს აჭარის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტების მონაწილეობით მუნიციპალიტეტებში დისკუსიების ჩატარებას. დისკუსიის ფორმატში მედიის წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება გააცნონ მოსახლეობას მათი მედია-საშუალებების მიზნები და მოქმედი სპეციფიკა. მოსახლეობას კი შესაძლებლობა ექნება წამოწიონ ნებისმიერი თემა და პრობლემა, რომელიც მათ წინაშე დგას. პირველი შეხვედრა 2 ოქტომბერს ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომელშიც აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ “ფაქტორის” წამყვანი რუსუდან აბაშიძე და ჟურნალ “ბათუმელების” ჟურნალისტი ეკა ბარამიძე მონაწილეობდნენ. დისკუსიის მონაწილეებს საჩუქრად ჟურნალ “ბათუმელების” სხვადასხვა გამოცემაც გადაეცათ. მსგავსი შეხვედრები მედია საშუალებებს მისცემს შესაძლებლობას გამოავლინონ მაყურებლების და მკითხველთა ინტერესები. პროექტის მხარდამჭერია ფონდი – NED, “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის.

[kad_youtube url=”https://youtu.be/g4WHRquW1_M” width=640 height=360 ]