შეხვედრა ბათუმის მერობის კანდიდატებთან

posted in: დისკუსია | 0

14 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება დისკუსია ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისა და ქალაქ ბათუმის მერობის კანდიდატების მონაწილოებით.

კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა 5-7 წუთის განმავლობაში წარმოადგინონ თავიანთი პროგრამები და უპასუხონ დასმულ შეკითხვებს.

დისკუსიაში მონაწილეობა  შეთავაზებულია შემდეგი კვალიფიციური სუბიექტების კანდიდატებისთვის: ჯელალ ქიქავა – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“: ლაშა კომახიძე – „ქართული ოცნება“: ლევან ანთაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: ომარ ფარტენაძე – „კუკავა – ლორთქიფანიძე – დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო“: თენგიზ თავდგირიძე – „პატრიოტთა ალიანსი“.

დისკუსიას გაუძღვება ასლან ჭანიძე – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე.

დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი განთავსდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ვებ-გვერდზე  www.media.org.ge

დისკუსია გაიმართება 2017 წლის 14 ოქტომბერს (12.00-14.00 საათზე)

მისამართი: ბათუმი, გამსახურდიას #6 – „თავისუფალი სივრცე“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს – „საქართველო ჩემი სამშობლოა, ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“. პროექტი მიზნად ისახავს ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობას.

[kad_youtube url=”https://youtu.be/YKw4WldYSLw” width=640 height=360 ]