დისკუსია უჩამბის საჯარო სკოლაში

11 ოქტომბერს შუახევის რაიონის სოფელ უჩამბაში “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური დისკუსია.

ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე მარიამ მუთიძე მონაწილეებს ესაუბრა თემაზე “ქალთა მიმართ ძალადობა”. დისკუსიის პროცესში მონაწილეებმა ისაუბრეს ამ თემის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე და მოგვარების გზებზე.
დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის”[NED] დაფინანსებით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=o5PX1UyHyjM&t=34s” width=640 height=360 ]