დისკუსია: სოფელი ღურტა, ჰიდროპროექტები და სტუდენტები

posted in: დისკუსია | 0

15 მარტს, შაბათს 18:00 საათზე პრესკაფეში გაიმართა სტუდენტური დისკუსია. სტუდენტებმა ისაუბრეს თუ როგორ განვითარდა მოვლენები სოფელ ღურტაში და რა მდგომარეობაა ახლა იქ.15 მარტს, შაბათს 18:00 საათზე პრესკაფეში გაიმართა სტუდენტური დისკუსია. სტუდენტებმა ისაუბრეს თუ როგორ განვითარდა მოვლენები სოფელ ღურტაში და რა მდგომარეობაა ახლა იქ.

დისკუსიის თემა: სოფელი ღურტა, ჰიდროპროექტები და სტუდენტები
მომხსენებლები: ახალგაზრდული მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრები: მარიამ ზედგინიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინგლისური, ფილოლოგიის პირველი კურსი;
ზურა მელქაძე, ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფია – მეორე კურსის სტუდენტი;
გოჩა სურგულაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსების – მეოთხე კურსის სტუდენტი
უპატრონო ხომ არ გგონივართ, 12 ავტობუსით სტუდენტები მოდიან, – ასე ეგონათ ღურტელებს 9 მარტს… სოფელში სინამდვილეში ბათუმის უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი ჩავიდა…
დისკუსია მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით