შეუზღუდავი სივრცე – ადვოკატების პროტესტი

posted in: მულტიმედია | 0

23 აპრილი, გადაცემა “შეუზღუდავი სივრცე” ადვოკატების არგუმენტები.
სტუმრები: ირაკლი შავაძე-ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე
გიორგი ხიმშიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი
გადაცემის წამყვანი: სალომე ფუტკარაძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისე სტუდენტიბათუმის დემოკრატიული ჩართულების ცენტრში 23 აპრილს ადვოკატებმა საგანგებო მიმართვა გაავრცელეს. ადვოკატები აჭარის რეგიონიდან საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართავდნენ.

ადვოკატების განმარტებით, შეხვედრის მიზანი იყო დეპუტატების ინფორმირება პროკურატურის უკანონო ქმედებებზე, კონკრეტულად კი დაპატიმრებების ფაქტებზე. ადვოკატების მიზანია პარლამენტმა დაიბაროს პროკურატურის წარმომადგენელი პარლამენტში. მიმართვას ოცზე მეტი ადვოკატი შეუერთდა, მათ შორის ყოფილი მოსამართლეები და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები. ადვოკატები ამ მოთხოვნით 26 აპრილს, დილით 11 საათზე, ბათუმში აქციის ჩატარებას აპირებდნენ.
ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ საქმეზე, რომელიც მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების საკითხს ეხება, ხელვაჩურის საჯარო რეესტრის თანამშრომლებს წინასწარი პატიმრობა უსაფუძვლოდ შეეფარდა და პროკურატურას და სასამართლოს არაკვალიფიციურობაში ადანაშაულებდნენ.

სტუმრები: ირაკლი შავაძე-ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე
გიორგი ხიმშიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი
გადაცემის წამყვანია სალომე ფუტკარაძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისე სტუდენტი

მაყურებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოეხატათ საკუთარი მოსაზრება და დაესვათ კითხვები facebook-ის გვერდის მისამართზე: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, ან skype-ს საშუალებით: presskafe.batumi

გადაცემა მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პიპულარიზაცია“. პროექტი ხორ
ციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით;