მოზარდის თავისუფლება

posted in: მულტიმედია | 0

მოხალისე-რეპორტიორის, ერეკლე ნოღაიდელის პირველი სიუჟეტი, თემაზე “მოზარდის თავისუფლება”.

5 ნოემბერს, გადაცემა “დილის ტალღის“ პირდაპირ ეთერში გავიდა მოხალისე რეპორტიორის, ერეკლე ნოღაიდელის პირველი სიუჟეტი, თემაზე : მოზარდის თავისუფლება.

სიუჟეტში საუბარი იყო,იმაზე თუ რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია მშობლების  ხისტ ჩარევას შვილის პირად არჩევანში. განხილვის არეალი აჭარის მასშტაბი იყო, სადაც კონკრეტული ორგანიზაციების წარმომადგენლები  მოზარდების ხშირი მომართვიანობის შესახებ ჰყვებიან . სიუჟეტს ჰყავს ორი გმირი, რომლებიც საუბრობენ პირად ისტორიებზე და შეზღუდვის პროცესში გამოწვეულ მძიმე ემოციურ ფონზე. ასევე სიუჟეტში საუბრობს ფსიქოლოგი, რომელიც პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ ვარიანტებს სთავაზობს მშობლებს, რომლებსაც გააჩნიათ კონკრეტული პრობლემები გარდატეხის ასაკში მყოფ შვილებთან მიმართებაში.

პირდაპირ ეთერში სიუჟეტის წარდგენისას ავტორმა – ერეკლე ნოღაიდელმა ისაუბრა პრობლემის მასშტაბურობაზე ჩვენს რეგიონში. გაამახვილა ყურადღება იმაზეც, რომ კონკრეტულ თემაზე საფუძვლიანი მუშაობა არ მიმდინარეობს. ასევე წამყვანებთან ერთად განხილული იყო, თუ როგორ აისახება პროფესიის არჩევის პროცესში მშობლის ჩარევის გავლენა ადამიანის სამომავლო ცხოვრებაზე. ასევე სიუჟეტის მთავარი „მესიჯი“ იყო: ქვეყნის წესრიგში ადამიანს აქვს თავისი ადგილი; ბავშვობასაც თავისი ადგილი აქვს ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანში ადამიანს უნდა ვხედავდეთ, ბავშვში – ბავშვს. ჟან ჟაკ რუსო. ასე რომ დავუტოვოთ ბავშვებს ბავშვობა რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით.

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, NED-ის ფინანსური მხარდაჭრით ახორციელებს პროექტს “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა “დილის ტალღის” პირდაპირ ეთერში ორგანიზაციის მოხალისეები მოამზადებენ ადამიანის უფლებების თემაზე 15 წუთიან  გადაცემას.