დისკუსია სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში

10 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში ჩატარდა კიდევ ერთი სტუდენტური დისკუსია თემაზე “არჩევანის თავისუფლება”. ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე ერეკლე ნოღაიდელი მონაწილეებს ესაუბრა თემის ირგვლივ არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. შეხვედრის ბოლოს ნახეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი და დისკუსიის პროცესში პარალელი გაავლეს დღევანდელობასთან.

დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, ფონდ ნედის (NED) მხარდაჭერით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=E2f7Y9uN6EU&feature=youtu.be” width=640 height=360 ]