დისკუსია ხალას საჯარო სკოლაში

14 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლაში ჩატარდა სტუდენტური დისკუსია თემაზე “არჩევანის თავისუფლება”.

დისკუსიის მომხსენებელი მარიამ ფუტკარაძე მონაწილეებს ესაუბრა ამ მხრივ არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. შეხვედრის ბოლოს ნახეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი და  გამოხატეს  საკუთარი მოსაზრება  დღევანდელობაზე, რამდენად  აქვთ  მოზარდებს  პირადი არჩევანის  თავისუფლება, რა  ბარიერებს  აწყდებიან ყოველდღიურობაში  და  როგორ  უნდა  დაიცვან საკუთარი უფლებები.

დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, ფონდ ნედის (NED) მხარდაჭერით.

[kad_youtube url=”https://youtu.be/WzjHt7LcLsI” width=640 height=360 ]