ნუგზარ ჩხაიძე – მერობის კანდიდატი

posted in: მულტიმედია | 0

18 მაისს, გადაცემაში „შეუზღუდავი სივრცე“ სტუმრად მოწვეული იყო ბათუმის მერობის კანდიდატი ნუგზარ ჩხაიძეთავისუფალ ჟურნალისტთა სახლი აგრძელებს ბათუმის მერობის კანდიდატებთან პირდაპირ ეთერში მოწვევას.

18 მაისს, გადაცემაში „შეუზღუდავი სივრცე“ სტუმრად მოწვეული იყო ბათუმის მერობის კანდიდატი ნუგზარ ჩხაიძე. მერობის კანდიდატად ის ლეიბორისტული პარტიის აჭარის წარმომადგენლობამ დაასახელა. ნუგზარ ჩხაიძე ამბობს, რომ ის არც ერთ პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. „ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხალხთან ურთიერთობის გაღრმავება, დასაქმება, ინდუსტრიის განვითარება“- ეს ის ჩამონათვალია, რომლის დაპირებაც პრეზენტაციის დროს გასცა მერობის კანდიდატმა. გამარჯვების შემთხვევაში ის მერიაში საკადრო ცვლილებების განხორციელებასა და საშვების სისტემის გაუქმებას გეგმავს.

გადაცემის სტუმართან კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდა მაყურებელსაც სოციალური ქსელის ფეისბუქის ან სკაიპის საშუალებით. ფეისბუქში, მისამართზე: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ; სკაიპით მისამართზე:presskafe.batumi.

წამყვანი : ლელა დუმბაძე

გადაცემის პირდაპირ ჩართვა ონლაინ რეჟიმში მისამართზე: www.presscafe.ge
ჩანაწერი მოგვიანებით განთავსდა ვებგვერდზე- www.batumelebi.ge

გადაცემა განხორციელდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“.
პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით. “თავისუფალ ჟურნალისტთ სახლი“ სტუდიაში წინასაარჩევნოდ ბათუმის მერობის ყველა კანდიდატს მოიწვევს.