დისკუსია სოფელ წინსვლის საჯარო სკოლაში

24 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლაში ჩატარდა კიდევ ერთი  დისკუსია თემაზე “არჩევანის თავისუფლება”, რომელსაც ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე ერეკლე ნოღაიდელი უძღვებოდა.დისკუსიის მომხსენებელმა მონაწილეებს ესაუბრა მოზარდებში არჩევანის თავისუფლების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. შეხვედრის პროცესში მონაწილეებმა ისაუბრეს საკუთარ მაგალითებზე, გამოთქვეს თავისი მოსაზრებები და შეხედულებები. დისკუსიის ბოლოს ნახეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები და იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის გზებზე. დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, ფონდ ნედის (NED) მხარდაჭერით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=VUbMB5Tjxak&t=101s” width=640 height=360 ]