დისკუსია სოფელ ზემო ახალშენის საჯარო სკოლაში

22 ნოემბერს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ახალშენის საჯარო სკოლაში ჩატარდა სტუდენტური დისკუსია თემაზე “ქალთა მიმართ ძალადობა”, რომელსაც ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე ხატია სიხარულიძე უძღვებოდა. დისკუსიის პროცესში მონაწილეებმა განიხილეს ქართულ რეალობაში არსებული “მსხვერპლი ქალების” სტატისტიკა, ისაუბრეს პრობლემების გადაჭრის გზებსა და მიზეზებზე. შეხვედრის ბოლოს მათ ნახეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები და მათზე დაყრდნობით განიხილეს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპები, რომლებიც მათივე მოსაზრებით ხელს უშლის ცნობიერების ამაღლებასა და განვითარებაში. დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის”[NED] მხარდაჭერით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=G0GrYKD9LAM&t=67s” width=640 height=360 ]