ბათუმის მერობის კანდიდატი – გოჩა გუგუნავა

posted in: მულტიმედია | 0

21 მაისს   გადაცემის სტუმართან კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდა მაყურებელსაც სოციალური ქსელის ფეისბუქის ან სკაიპის საშუალებით.
ბათუმის მერობის კანდიდატია გოჩა გუგუნავა, ის სალომე ზურაბიშვილის პარტიამ დაასახელა მერობის კანიდატად.გოჩა გუგუნავა ბათუმის მერობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის პარტიამ დაასახელა. ამბობს რომ არც ერთი პარტიის წევრი არ არის. ბათუმის მერობის შემთხვევაში მისი პრიორიტეტი ქალაქის იმ უბნების აღმშენებლობის წამოწყება იქნება, რომლებსაც ამ დრომდე ყურადღება ნაკლებად ექცეოდა. უსამართლოდ მიიჩნევს თვითმმართველობის ახალ კოდექსში ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც საკრებულოს ერთ მესამედს ხალხის მიერ არჩეული მერის გადაყენების უფლება ექნება.

21 მაისს,  გადაცემის სტუმართან კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდა მაყურებელსაც სოციალური ქსელის ფეისბუქის ან სკაიპის საშუალებით. ფეისბუქში, მისამართზე: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ; სკაიპით მისამართზე:presskafe.batumi.
გადაცემის წამყვანი: ჟურნალისტი ეთერ თურაძე
გადაცემის პირდაპირი ჩართვა ონლაინ რეჟიმში მისამართზე: www.presscafe.ge
ჩანაწერი მოგვიანებით განთავსდა ვებგვერდზე- www.batumelebi.ge

გადაცემა განხორციელდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“.
პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.
“თავისუფალ ჟურნალისტთ სახლი“ სტუდიაში წინასაარჩევნოდ ბათუმის მერობის ყველა კანდიდატს მოიწვევს.