წიგნების ბაზრობა ევროპის მოედანზე

posted in: სიახლე | 0

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმის მერიის მიერ ორგანიზებული კულტურული ღონისძიების ფარგლებში, პრესკაფე და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ევროპის მოედანზე (11.00-19.00 საათამდე) გამართავს წიგნების გამოფენა-გაყიდვას.26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმის მერიის მიერ ორგანიზებული კულტურული ღონისძიების ფარგლებში, პრესკაფე და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ევროპის მოედანზე (11.00-19.00 საათამდე) გამართავს წიგნების გამოფენა-გაყიდვას.

გამოფენაზე გამოტანილი იქნება 9 გამომცემლობის („ელფი“ „სულაკაური“,„დიოგენე“, „პალიტრა L“, „ლოგოს პრესი“, „ჯემალ ქარჩხაძე“, „საბავშვო ენციკლოპედია“, „საქართველოს მაცნე“ „ლაბირინთი“ ) ახალი წიგნები.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ შეიძინონ ახალი წიგნი – ,,მოგზაურობა ძველ ბათუმში’’. წიგნში გამოქვეყნებული მასალები მომზადებულია ისტორიულ ცნობებზე, დოკუმენტებსა და მოგონებებზე დაყრდნობით. წიგნი დასურათებულია კერძო ფოტოკოლექციებში დაცული უნიკალური ფოტომასალით, რომელიც ძველი ბათუმის ყოფა-ცხოვრებას, ქუჩებსა და ისტორიულ ფაქტებს ასახავს.

ღონისძიება ტარდება არასამთავრობო ორგანიზაციების „პრესკაფეს“ და ,, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით.
გამოფენა-გაყიდვის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან ყოველკვირეული ბეჭდური გამოცემა – გაზეთი „ბათუმელები“ და ახალი ამბების ონლაინ გამოცემა – www.netgazeti.ge