წიგნების გამოფენა-გაყიდვა ბათუმის იუსტიციის სახლში

posted in: სიახლე | 0

პრესკაფე და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ბათუმის იუსტიციის სახლში (11:00-19:00 საათამდე) გამართავს წიგნების გამოფენა-გაყიდვას.პრესკაფე და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ბათუმის იუსტიციის სახლში (11:00-19:00 საათამდე) გამართავს წიგნების გამოფენა-გაყიდვას.
გამოფენაზე გამოტანილი იქნება 9 გამომცემლობის („ელფი“ „სულაკაური“,„დიოგენე“, „პალიტრა L“, „ლოგოს პრესი“, „ჯემალ ქარჩხაძე“, „საბავშვო ენციკლოპედია“, „საქართველოს მაცნე“ „ლაბირინთი“ ) ახალი წიგნები.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ შეიძინონ ახალი წიგნი – ,,მოგზაურობა ძველ ბათუმში’’. წიგნში გამოქვეყნებული მასალები მომზადებულია ისტორიულ ცნობებზე, დოკუმენტებსა და მოგონებებზე დაყრდნობით. წიგნი დასურათებულია კერძო ფოტოკოლექციებში დაცული უნიკალური ფოტომასალით, რომელიც ძველი ბათუმის ყოფა-ცხოვრებას, ქუჩებსა და ისტორიულ ფაქტებს ასახავს.

ღონისძიება ტარდება არასამთავრობო ორგანიზაციების „პრესკაფეს“ და ,, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით.

გამოფენა-გაყიდვის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან ყოველკვირეული ბეჭდური გამოცემა – გაზეთი „ბათუმელები“ და ახალი ამბების ონლაინ გამოცემა