1 ივნისი-იტალიური საღამო პრესკაფეში

1 ივნისს 19.30 საათზე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ინიციატივით, იტალიის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რომელიც აღინიშნება 2 ივნისს, პრესკაფეში „იტალიური საღამო“ მოეწყო.1 ივნისს 19.30 საათზე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ინიციატივით, იტალიის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რომელიც აღინიშნება 2 ივნისს, პრესკაფეში „იტალიური საღამო“ მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისე მოსწავლეებმა იტალიურ ენაზე წარადგინეს პრეზენტაციები იტალიისა და მისი ქალაქების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ იტალიელი კომპოზიტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებები, რომელსაც ფლეიტაზე იტალიური ენის ასოცირებულმა პროფესორმა გაგა შოთაძემ შეასრულა.

ღონისძიების ამსახველი ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ იტალიური საღამო

საღამოს ფინანსური მხარდამჭერა გაუწია შპს „ტარიელმა“.

საინფორმაციო მხარდამჭერები: ყოველკვირეული ბეჭდური გამოცემა – გაზეთი „ბათუმელები“ და ახალი ამბების ონლაინ გამოცემა -netgazeti.ge