ტრენინგი:საქართველო და ევროკავშირი-ასოცირების შესახებ შეთანხმება

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა” ახალი პროექტის “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში” განხორციელება დაიწყო.

მოსამზადებელ ეტაპზე 20-21-22 იანვარს ჩატარდა ტრენინგი- “საქართველო და ევროკავშირი -ასოცირების შესახებ შეთანხმება”, რომელსაც მოწვეული ექსპერტი – მიხეილ მირზიაშვილი უძვებოდა.

ტრენინგს ესწრებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა “ჰეშთეგის” წარმომადგენლები, ჟურნალ “ბათუმელების” რეპორტიორები, აგრეთვე პროექტის განმახორციელები გუნდი და ორგანიზაციის მოხალისეები.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობასა და ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების სტრუქტურაზე, განხორციელების მექანიზმებზე, სამოქალაქო სექტორის როლზე ევროინტეგრაციის პროცესში, ასოცირების დღის წესრიგის-ეროვნული სამოქმედო გეგმის როგორც მონიტორინგის მექანიზმზე;

პროექტის მიზანია ქალაქ ბათუმში და აჭარის მუნიციპალიტეტების დაბებში და სოფლებში საინფორმაციო შეხვედრების/ დისკუსიების ჩატარებით, სატელევიზიო და ინტერნეტ-გადაცემების და ვრცელი ანალიტიკური სტატიებით ასოცირების ხელშეკრულებაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება და აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესის მონიტორინგში მონაწილეობისადმი ინტერესის გაღვივება.

პროექტი “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში” ხორციელდება ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.