ოჯახი და ეროვნება

posted in: მულტიმედია | 0

26 იანვარს, 20:00 საათზე გადაცემა „ჰეშთეგის“  პირდაპირ ეთერში გავიდა ჩვენი მოხალისე-რეპორტიორის, ხატია სიხარულიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი თემაზე:ოჯახი და ეროვნება.

ოჯახის განსაზღვრებას მრავალი დეფინიცია აქვს. გასულ, 2014 წელს, საქართველოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. საზოგადოება სხვადასხვაგვარად აღიქვამს ოჯახის სიმტკიცესა და რაობას, ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასახვაობაა.

როგორც ვიცით, საქართველოში არსებობს შერეული ეროვნების ოჯახები, სადაც ერთ-ერთი მეუღლე ქართველია, მეორე კი- განსხვავებული ეროვნების წარმომადგენელი. ალის და ნინოს ქანდაკებაც ხომ სხვადასხვა ეროვნების მქონდე ადამიანების ყველაზე ცნობილი სიყვარულის ისტორიის სიმბოლოა. საინტერესოა რას ფიქრობენ მოქალაქეები, ოჯახის შექმნის დროს აქვს თუ არა მნიშვნელობა ეთნიკურ წარმომავლობას და ზოგადად, როგორია მყარი ოჯახი.

სიუჟეტში ვიხილავთ რამდენიმე შერეულ ოჯახს და გავეცნობით მათ ისტორიებს, თუ როგორ ახერხებენ ერთად ცხოვრებას, რა ბარიერები შეხვდათ, როგორი დამოკიდებულება აქვთ საზოგადოებას მათ მიმართ.  ასევე, საინტერესოა, როგორაა განმარტებული ოჯახი კონსტიტუციის მიხედვით და როგორ განმარტავს მას ფსიქოლოგი.

„ოჯახის შექმნის დროს დიდი როლი აქვს  თუ რა მოტივით იქმნება ოჯახი. არსებობს სხვადასხვა მოტივი, ეს შეიძლება იყოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სხვა ქვეყნებში წასვლის შესაძლებლობა და მოგზაურობა, პირადი მიზნების უკეთ განხორციელება და ა.შ. თუ მოტივი მხოლოდ ისაა, რომ ადამიანს ჰყავდეს უცხოელი მეუღლე, რასაკვირველია, ასეთ დროს რთულია პროგნოზის გაკეთება ოჯახი მყარი იქნება თუ არა.“ – აღნიშნა ფსიქოლოგმა ქეთევან ბერიძემ.