დისკუსია სახალვაშოს საჯარო სკოლაში

31  იანვარს სახალვაშოს  საჯარო სკოლაში ჩატარდა   დისკუსია  ბავშვთა მიმართ  ძალადობის  თემაზე,  რომელსაც ჩვენი ორგანიზაციის  მოხალისე  მარიკა  ფუტკარაძე უძღვებოდა. 

დისკუსიის  დასაწყისში მონაწილეებს  დაურიგდათ გაეროს  ბავშვთა უფლებების  კონვენცია,  რომლიდანაც   ამოარჩიეს   მუხლები რომლებიც  მათი   გარშემო ყველაზე  მეტად   ირღვევა.  დისკუსიის  შემდეგი ნაწილი სწორედ  ამ  პრობლემებზე  მსჯელობასა და  მათი  გადაჭრის  გზებზე  საუბარს  დაეთმო.  მონაწილეებმა  ასევე იხილეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი  ამავე  თემაზე.

დისკუსია სკოლებში  ბოლო დროს  გახშირებული ძალადობის  ფაქტების  გათვალისწინებით დაიგეგმა.

დისკუსიათა  ციკლი იმართება პროექტის “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება  ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” დაფინანსებით.

[kad_youtube url=”https://youtu.be/Y3U9JeHV7tc” width=640 height=360 ]