პრესრელიზი-ადვოკატირების კამპანიის დასკვნითი ეტაპი

posted in: სიახლე | 0

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე არსებული „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ 25 ივნისს „ადვოკატირება საგზაო უსაფრთხოებისათვის“ კამპანიის ფარგლებში დასკვნითი ეტაპი ჩაატარა.„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე არსებული „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ 25 ივნისს „ადვოკატირება საგზაო უსაფრთხოებისათვის“ კამპანიის ფარგლებში დასკვნითი ეტაპი ჩაატარა.
14:30 საათზე რუსთაველისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთაში ბათუმის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად დარიგდა საინფორმაციო სტიკერები და მოწესრიგდა საგზაო ნაკადი.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე „ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის“ წევრებმა.
ადვოკატირების კამპანია ჩატარდა ბათუმის საპატრულო პოლიციასთან ერთად.
მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქვეითად მოსიარულეთა უფლებებისა და საგზაო უსაფრთხოების დასაცავად.

აქტივობა ხორციელდება პროექტის ფარგლებში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“[ANI], რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.