სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

posted in: მულტიმედია | 0

სიძულვილის ენა  სახეზეა მაშინ, როდესაც ერთი ადამიანი  კონკრეტული პიროვნების  ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ  გამოხატავს  სიძულვილს,  საუბრის მეშვეობით. ეს  არის კონკრეტული პროცესი, როდესაც  ადამიანთა ჯგუფს შეურაცხყოფას აყენებენ და  ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავენ.

რა შემთხვევაში შეიძლება დაკვალიფიცირდეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და რა შემთხვევაშია დასჯადი ის.

დისკრიმინაციის ნიშნები შეიძლება იყოს ენა, რელიგია, კანის ფერი,  პოლიტიკური შეხედულებები,  გენდერი, სექსუალური ორიენტაცია, წარმომავლობა და სხვა.  სიძულვილის ენა და ზოგადად ასეთი სახის პრობლემები მაქსიმალურადაა დამოკიდებული კონკრეტულ პიროვნებაზე. რთულია იმის თქმა კვეთს თუ არა სიძულვილის ენა და გამოხატვის თავისუფლება ერთმანეთს, მაგრამ ასევე ძალიან  რთულია ვთქვათ სად  გადის  ზღვარი.

სამწუხაროდ  ჩვენს რეალობაში საკმაოდ ხშირად გვხვდება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევები.  გადაცემაში “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC)  იურისტი ქეთი ჩუთლაშვილი საუბროს  თუ რა სახის სახელმწიფო სერვისები შეიძლება მიიღოს დაზარალებულებმა.

წამყვანი: გიორგი ბოლქვაძე.

გადაცემა მომზადებულია   “სიტყვის  თავისუფლების მხარდაჭერის”  პროექტის  ფარგლებში,  ფონდ “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.