რა არის ინტერნეტ ტროლინგი

posted in: მულტიმედია | 0

👉 რა არის ინტერნეტ ტროლინგი.👽 როგორ ამოვიცნოთ ყალბი ფეისბუქ-მომხმარებლები, რომლებიც უცვლელად ერთიდაიმავე იდეოლოგიის პროპაგანდით არიან დაკავებულნი. რას საფრთხეს ქმნიან ისინი, როგორც სამოქალაქო ასევე სამხედრო კუთხით. იმისთვის, რომ ტროლს ვებრძოლოთ საჭიროა გვქონდეს ინფორმაცია მასზე. უფრო მეტი დრო დავუთმოთ ფაქტების გადამოწმებასა და წყაროების ნამდვილობის გამორკვევას.

🔹 Giorgi Bolkvadze / გიორგი ბოლქვაძე, მონაწილე დაინტერესდა თემით. სტუმრებთან: დალი ქურდაძესთან / Dali Kurdadze & გვანცა დევიძე & გიორგი წეროძესთან / George Tserodze ერთად ვრცლად მიმოიხილა  ქართული და საერთაშორისო პრაქტიკას – ინტერნეტ ტრონლინგთან დაკავშირებით. 

ტროლი ეს არის  პიროვნება, რომელიც კამათის პროვოცირებით ან აგრესიის გამოვლენით ონლაინ სივრცეში უთანხმოებას იწვევს. ამ მიზნით ის პოსტავს პროვოკაციულ, არათემატურ მესიჯებს საინფორმაციო ჯგუფებში, ფორუმებსა და  ბლოგებზე. ის მომხმარებლის/მკითხველის ემოციურ პროვოცირებას ახდენს და ხელს უშლის რაიმე თემაზე ჯანსაღი დისკუსიის წარმართვას.

ჰიბრიდული ტროლი  კლასიკური  ტროლისგან იმით განსხვავდება, რომ ის კონკრეტული მესიჯებისა და იდეოლოგის გავრცელებისთვისაა დაქირავებული. ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების  ცენტრი  პრორუსულ ტროლებს სწორედ ამ ტერმინით მოიხსენიებს. ჰიბრიდული ტროლი მოქმედებს კონკრეტული მიმართულებით, სახელმწიფოს ან სახელმწიფო ინსტისტუტის დაქვემდებარებაში.

როდის იყენებენ ტროლებს?

ტროლების პრობლემის აქტუალობა სახელმწიფო და არასამხედრო აქტორების მიერ კონფლიქტებში სოციალური მედიის გამოყენებამ განაპირობა. სოციალურ მედიას შემდეგი მიზნების მიღწევებისთვის იყენებენ: მხარდაჭერის  მოსაპოვლებლად  საზოგადოებაში,  ახალი წევრების რეკრუტირებისთვის,  მოწინააღმდეგეების მოტყუება/დაშინებისა და საზოგადოებრივი ინფორმაციის შეგროვებისთვის.

გადაცემაში  საუბარი იყო თუ როგორ ამოვიცნოთ ტროლი სხვა ფეისბუქ-მომხმარებლებისგან, სად არის გავრცელებული ტროლების ინსტიტუტი, საუბარი იყო   საქართველოში არსებულ რეალობაზე, როგორ მოქმედებენ ქართველი ტროლები და როგორ ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას,  რა როლი აქვს საომარ მდგომარეობაში  ტროლების ინსტიტუტს და რა საფრთხეს ქმნიან ისინი, როგორც სამოქალაქო ასევე სამხედრო კუთხით,  როგორია საერთაშორისო გამოცდილება,  სად არის ტროლების ქარხანა და რომელი ქვეყანა იყენებს აქტიურად ამ ინსტიტუტს.

გადაცემა  დაეხმარება სოციალური ქსელის მომხმარებლებს მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ როცა უცნობ ადამიანს იმატებენ საეჭვო პროფილით,  გადაამოწმონ   ვისგან არის შემოთავაზებული  მიღებული  და  გავრცელებული ინფორმაცია.  ამ გვარად  უზრუნველყოფილი იქნება  მეტი უსაფრთხოება სოციალურ ქსელში.

პროექტი “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”  ხორციელდება  ფონდ ნედის (NED) -“ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” დაფინანსებით.