იანვრის თვის საინფორმაციო ბიულეტენი

posted in: სიახლე | 0

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა”   ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს”  მხარდაჭერით  დაიწყო ახალი  პროექტის  განხორციელება – “მოქალაქეთა  ჩართულობის  გაზრდა  ასოცირების ხელშეკრულების  შესრულების პროცესში”.

პროექტის მიზანია: ქალაქ ბათუმში და აჭარის მუნიციპალიტეტების დაბებში და სოფლებში საინფორმაციო შეხვედრების/   დისკუსიების ჩატარებით, სატელევიზიო და ინტერნეტ-გადაცემების და  ვრცელი ანალიტიკური სტატიებით   ასოცირების ხელშეკრულებაზე მოსახლეობის  ინფორმირებულობის დონის ამაღლება  და   აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესის  მონიტორინგში  მონაწილეობისადმი  ინტერესის გაღვივება. ხანგრძლივობა   2018-2019 წწ. 

ფონდ NED-ის    მხარდაჭერით  “სიტყვის თავისუფლების  მხარდაჭერის”  პროგრამის ფარგლებში მომზადდა:

“ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის  პროგრამა” (PITA), რომელიც ხორციელდება გაეროს  ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს  საერთაშორისო განვითარების  სააგენტოს (USAID) ფინანსური  მხარდაჭერით.

  • 29 იანვარი, ბათუმის  ახალგაზრდულს ცენტრს   ოზურგეთის  ახალგაზრდული ცენტრის  წევრები  ეწვივნენ და მათ მიერ ჩატარებული სოციალური ექსპერიმენტი / ვიდეო-სიუჟეტის  ჩვენება მოაწყეს, რომელიც კარგად ასახავდა ქუჩაში უგულვებელყოფილი ბავშვის მიმართ მოქალაქეების რეაქციებსა და ემოციებს.

ორგანიზაციის მედია-პარტნიორები: ჟურნალი “ბათუმელები”  და  “აჭარის ტელევიზია”.