„მოქალაქეთა ინიციატივა ბათუმის ბულვარის განვითარებისთვის“

posted in: დისკუსია | 0

„მოქალაქეთა ინიციატივა ბათუმის ბულვარის განვითარებისთვის“ – ასე ეწოდება მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციისა და ხელისუფლების წარმოამდგენლების შეხვედრას, რომელიც 28 სექტემბერს პრესკაფეში გაიმართა.შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ის, რომ გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი – ბათუმის ბულვარის ისტორიული ნაწილის განაშენიანების საკითხში და სამოქალაქო საზოგადოებამ, არასამთავრობო სექტორმა და ხელისუფლებამ ერთად იზრუნონ ბათუმის ბულვარის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის.
ბოლო ხანს ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობს კაპიტალური მშენებლობა, 2011 წლის აპრილის თვეში ბათუმის ბულვარს 4 504 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ჩამოეჭრა და ცათამბჯენის მშენებლობისათვის შპს „საქართველოს რკინიგზას“ უსასყიდლოდ გადაეცა. აღნიშნული ადგილი ბათუმის თვითმმართველობამ 1884 წელს ბულვარის გასაფართოებლად შეიძინა, მიმდინარე მდგომარეობით კი აუდიტორული დასკვნის (შპს აუდიტორულ-საკონსულტაციო კორპორაცია „ინტერაუდიტი“ #1/16-72, 19.04.2011წ.) თანახმად 1 824 120 ლარად არის შეფასებული.
პროცესის დინამიკა აღძრავს ეჭვს, რომ ახლო მომავალში კვლავ არსებობს ბულვარის ტერიტორიის ნაწილების გასხვისებისა და მათი მაღლივი შენობების მშენებლობებისათვის გამოყენების საფრთხე, რაც ძველი ბულვარის ფაქტიურ ლიკვიდაციას გამოიწვევს.
შეხვედრაზე შედგა პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობა NESEHNUTÍ (ჩეხეთი) და ჟურნალისტთა ასოციაცია „პოსტფაქტუმი“ (საქართველო) დახმარებით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მომზადდება გაიმართება დისკუსიები, სამოქალაქო აქციები, შემუშავებული იქნება სამოქალაქო ინიციატივები და წარდგენილი იქნება ქალაქის თვითმმართველობაში განსახილველად, გაიმართება ორი სამოქალაქო აქცია.
შეხვედრა პრიდაპირი ეთერით გადაიცა საინფორმაციო-ანალიტიკურ ვებგვერდზე www.netgazeti.ge და www.presscafe.ge -ზე.
სამოქალაქო ინიციატივის, მხარდაჭერის, დისკუსიისა თუ ინფორმაციის გავრცელებისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: 593 30 71 55; 593 30 87 55 ელ.ფოსტა: batumisbulvari@gmail.com
დასწრება თავისუფალია