შეუზღუდავი სივრცე-სახელმწიფო და რწმენის უფლება

posted in: მულტიმედია | 0

18 სექტემბერს, “თავისუფალ ჟურნალისტთ სახლის” გადაცემა „შეუზღუდავი სივრცე“ დაეთმო ქობულეთში მიმდინარე აქციას.18 სექტემბერს, “თავისუფალ ჟურნალისტთ სახლის” გადაცემა „შეუზღუდავი სივრცე“ დაეთმო ქობულეთში მიმდინარე აქციას.

ქობულეთში, ლერმონტოვის №13-ში მუსლიმანური სასწავლებლის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. ჯერჯერობით მოსწავლეები იქ შესვლას ვერ ახერხებენ.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი აპროტესტებენ „ქრისტიანულ უბანში მუსლიმური სასწავლებლის გახსნას\”.
სახლს, რომელშიც პანსიონი უნდა გაიხსნას, გასულ კვირას ღორის თავი მიამაგრეს. სრუალიად საქართველოს მუფთმა განაცხადა, რომ მუსლიმანი ხალხი შეურაცხყოფილია და ხელისუფლებას ფაქტის გამოძიება სთხოვა.
ოფიციალური მონაცემებით ბოლო წლებში საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე დევნის ფაქტებმა იმატა. არასამთავრობო სექტორი ამ ტენდენციას საგანგაშოს უწოდებს და სახელმწიფოს არაადეკვატური და არაეფექტური რეაგირების გამო საყვედურობს.
სტუმრები: გია ქარცივაძე -ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი
ასლან აბაშიძე- ხულოს მუნციპალიტეტის მუფთი

გადაცემა მომზადდა თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პიპულარიზაცია“. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.

ფოტო:გაზეთი \”ბათუმელები\”

შეუზღუდავი სივრცე-სახელმწიფო და რწმენის უფლება