სტუდენტური დასაქმება

posted in: მულტიმედია | 0

9 თებერვალს, 20:00 საათზე, გადაცემა „ჰეშთეგის“  პირდაპირ ეთერში გავიდა  ჩვენი მოხალისე-რეპორტიორის , თაკო ნინიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი თემაზე: “ სტუდენტური დასაქმება“.

სიუჟეტში განხილული იყო, თუ რა მიმართულებებს სთავაზობს უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს იმისათვის, რომ დასაქმდნენ, რამდენად ადევნებენ მათ საქმიანობას თვალყურს და აკმაყოფილებს თუ არა სტუდენტი იმ სტანდარტებსა და მოთხოვნებს, რასაც სხვადასხვა დასაქმების სააგენტოები აწესებს.

საინტერესოა, ძირითადად პროფილურად ხდება მათი დასაქმება, თუ მეორეხარისხოვანი პროფესიებით. შესაძლებელია თუ არა სწავლის პარალელურად დასაქმება და როგორია  უნივერსიტეტების მხრიდან ხელშეწყობა?

სტუდენტების პასუხებიდან იკვეთება, რომ ისინი საგამოცდოდ მზადებასა და თეორიული მასალის სწავლას სამსახურის შემდეგ იწყებენ და უმეტეს შემთხვევაში, ამ დროდ ღამის საათები მოიაზრება.